საკვები


 ყველა მშობლის უმთავრესი ამოცანაა, აღზარდოს ჯანმრთელი, ძლიერი, ხალისიანი შვილი. სწორი კვების გარეშე კი ეს წარმოუდგენელია.როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი და განრიგი?
ჩვილი ბავშვის საუკეთესო კვება ბუნებრივი კვებაა,და მას ძირითადად განრიგი არ აქვს .სასურველია ბავშვა ჭამოს 3-4 საათში ერთხელ .
პირველი: ადამიანი იკვებება არა იმით, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც ითვისებს მისი ორგანიზმი.საკვების გადამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს, რისთვისაც ორგანიზმი მზად უნდა იყოს. სწორედ ამისთვის დააწესა ბუნებამ მზადყოფნის სიგნალი - შიმშილის გრძნობა. შიმშილის გარეშე ჭამა ორგანიზმის გადატვირთვასა და დანაგვიანებას იწვევს.შეუძლოდ მყოფ ადამიანს ჭამის სურვილი ეკარგება. ავადმყოფს საკვებს ნუ დააძალებთ - ორგანიზმი განგებ ზოგავს ძალებს სნეულებასთან საბრძოლველად. ასე რომ, სჯობს, ბავშვმა მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს ანუ რამდენის ათვისებასაც შეძლებს მისი ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმი.
მეორე: ბავშვი უნდა მიიეჩვიოს საჭმლის კარგად დაღეჭვას და არა მთელ-მთელი ლუკმების ყლაპვას.
მესამე: საკვები გემრიელი უნდა იყოს. უგემური კერძი პატარამ შესაძლოა გადმოაფურთხოს.
მეოთხე: შუადღიდან საღამომდე მისაღები სურსათი სამ ულუფად უნდა გადანაწილდეს. კვებათა შორის არსებულ შუალედში კუჭმა უნდა დაისვენოს.
მეხუთე: ბავშვმა უნდა ივახშმოს დაწოლამდე, სულ მცირე, ორი საათით ადრე. დაწოლისას კუჭში საკვების მონელება დამთავრებული უნდა იყოს.
მეექვსე:  არსებობს განსაკუთრებით მავნე სურსათი - თევზისა და ხორცის კონსერვები, ძეხვი, შებოლილი თევზი და ხორცი, მაიონეზი, ყავა, კაკაო, შავი ჩაი, კოკა კოლა, ფანტა და სხვა გაზიანი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი. ეს პროდუქტები განსაკუთრებით საზიანოა ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმისთვის.
მეშვიდე: საუკეთესო საკვებია ხილი, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული, მარცვლეული, მწვანილი, თხილი და კაკალი, პატარა ბავშვებისთვის - რძე და მისი ნაწარმი, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ხორცი, თევზი, ხაჭო და ყველი კონცენტრირებული ცილოვანი პროდუქტებია, რომელთა ყოველდღიური მიღება აუცილებელი არ არის, ხოლო დიდი რაოდენობით რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - არაჟანი და ნაღები, იწვევს ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც აზიანებს ღვიძლს და გარდატეხის პერიოდში კანზე გამონაყარს აჩენს.
მერვე:სასურველია, ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი იყოს.
მეცხრე:სასურველია, ყოველ ჯერზე ახალი საკვები მომზადება. მაცივარში შენახული, ხელმეორედ შემთბარი საკვები გემოსაც კარგავს და ხარისხსაც.
მეათე:  ჭამის შემდეგ  უმჯობესია, 20-30 წუთით ბავშვის დასვენება.
ყველაზე მთავარი:ბავშვის უმადობა ტრაგედია არ არის და დაძალება კარგს არაფერს მოუტანს მშობელს, პირიქით ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს
ტკბილეული:ფინელი მეცნიერები ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ: იმ ქალის შვილები, რომლებიც ორსულობისას შოკოლადს უხვად მიირთმევდნენ, გაცილებით უფრო მხიარულები და ბედნიერები არიან.  შოკოლადიჭამია ორსულების ჩვილები გაცილებით აქტიურები და მხიარულები აღმოჩნდნენ.
ტკბილეული, მათ შორის შოკოლადი, ნახშირწყლების საწყობია. ნახშირწყლები კი ჰესივითაა – ენერგიას გამოიმუშავებს. სწორედ ამ ნივთიერებების წყალობით ვმოძრაობთ, ვაზროვნებთ... ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, თუკი პაწიას ორგანიზმი მუდმივად მოითხოვს (და საჭიროებს!) ნახშირწყლებს: პატარა მოუსვენარ ონავარს ენერგია ჰაერივით სჭირდება! ბოლო პერიოდში სულ მეტი ექიმი უყურებს შოკოლადს პროფესიონალური თვალით. ამ ტკბილეულის შემადგენლობაში ანტიოქსიდანტები აღმოუჩენიათ. ანტიოქსიდანტები ის ნაერთებია, რომლებიც ქსოვილებს დაბერებისგან, უჯრედებს კი არასასურველი გადაგვარებისგან იცავენ. ამდენად, ამ ნივთიერებების წყალობით შესაძლებელია  ბევრი დაავადების, მათ შორის სიმსივნეების, გულის, ფილტვების პათოლოგიების და სხვათა პროფილაქტიკა. შეიძლება ისეც ითქვას, რომ ანტიოქსიდანტური მოქმედების ნივთიერებები იმუნიტეტის ამაღლებაში ეხმარება ორგანიზმს. ამდენად, ამ სასარგებლო კომპონენტებით გაჯერებული შოკოლადის ცმუცვნას სამკურნალო ეფექტიც კი ქონია. რახან სამკურნალო თვისებებს ფლობს, ბარემ “წამლის” დოზაზეც  მოგახსენებთ. პედიარტების რეკომენდაციით ბავშვმა დღეში 30-40 გ ტკბილეული უნდა მიირთვას. თან, სასურველია შუა დღის პერიოდში და არა საღამოობითო. იმასაც ამბობენ  გამონაკლისი რაღა თქმა უნდა დღესასწაულებზე დასაშვებია, თუმცა მომდევნო დღეები განტვირთვას უნდა დაუთმოთო. ასეა თუ ისეა, დიეტოლოგები, პედიატრები და რამდენიმე სხვა სპეციალობის ექიმი ერთხმად აღიარებს, რომ შოკოლადს გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ნაკლიო.ტკბილეული აუცილებელია ბავსვის ორგანიზმისთვის და მისი გონებისთვის მაგრამ ყველაფერს უნდა ქონდეს ზღვარი გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა.

No comments:

Post a Comment