მავნე ჩვევები


პირველი მავნე ჩვევები
ბავშვების პირველი და გაუაზრებელი მავნე ჩვევებია: თითის ან მატყუარას წოვა, კბილების კრაჭუნი ძილში, სხვადასხვა საგნების ღრღნა. ეს ჩვევები არაესთეტურია, უსიამოვნოა უფროსებისთვის, მაგრამ მათი ყველაზე დიდი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ხელს უშლიან კბილებისა და ყბების სწორ ზრდასა და განვითარებას.
ყველა მავნე ჩვევა თავისებური კომპენსაციაა - ისინი ამცირებენ შფოთვის შეგრძნებას. ყველაზე ხშირად მავნე ჩვევები აღინიშნება იმ ბავშვებში, რომლებიც განიცდიან მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს, არ ჰყოფნით მოფერება. როდესაც გვერდით არ არის დედა, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაეხუტება, ბავშვი გამოსავალს პოულობს სიტუაციიდან: იწყებს თითის წოვას ან ტუჩის მოკვნეტას, ფანქრის ღრღნას ან ძილში კბილების კრაჭუნს. ეს ჩვევები ათავისუფლებენ შიშებისგან, ყურადღება გადააქვთ და თვითდამშვიდების ერთგვარი საშუალება ხდება ბავშვისათვის.თითოეული მავნე ჩვევის საფუძველი ყოველთვის უნდა ვეძებოთ ფსიქოლოგიაში, ბავშვსა და მშობლებს შორის მტკიცე ემოციური კავშირების არარსებობაში. მაგრამ, ხშირად მშობლები ნაადრევად ატეხენ განგაშს. რადგან მრავალი მავნე ჩვევა ხშირად დაკავშირებულია ბავშვების ასაკთან და მათი განვითარების განუყოფელი ნაწილია, არ უნდა გადავამეტოთ მათი მნიშვნელობა.
არსებობს უფრო სერიოზული მავნე ჩვევები რომელიც უფრო სერიოზულია და საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და გონებრრივ განვითარებას.
უცენზურო სიტყვები:ბავშვი ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიგონებს უცენზურო სიტყვებს, თუნდაც ოჯახის წევრები მათ არასოდეს წარმოთქვამდეთ. შეუძლებელია გარე სამყაროსგან ბავშვის იზოლირება, ქოთნის ყვავილად მისი გადაქცევა. თუ განსაზღვრულ დრომდე ბავშვს სწორედ ასე იზრდება ძალიან ცუდი, რადგან ბაღში თუ სკოლაში მისვლისას პატარას უფრო მეტად გაუჭირდება ახალ პირობებთან ადაპტაცია. უცენზურო სიტყვები კი აუცილებლად მიიპყრობს მის ყურადღებას თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისთვის სიახლეა. რასაკვირველია, თავდაპირველად ის ვერ მიხვდება ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ აუცილებლად დაინტერესდება და შეეცდება მათ გამეორებას და ეს ეს სავსებით ბუნებრივია. ის უფრო ასაღელვებელია თუ 6-7 წლამდე ბავშვს ერთხელაც არ უთქვამს უცენზურო სიტყვა. ესე იგი მას არ ესმის უფროსების საუბრის მნიშვნელობა ან მათ საერთოდ არ უგდებს ყურს.
როგორ მოვიქცეთ ბავშვის ლექსიკონში უცენზური სიტყვების უეცარი გაჩენისას? დავსაჯოთ ბავშვი, არაფერი შევიმჩნიოთ თუ ავუხსნათ, რომ ეს ცუდი სიტყვებია? ბავშვს ნუ შეარცხვენთ, ნუ გაუბრაზდებით და ნუ დასჯით, რადგან პატარა უცენზურო სიტყვების მნიშვნელობას ვერ ხვდება; მან არ იცის, რომ ეს ცუდი სიტყვებია და ვერ წარმოუდგენია, რომ მათი წარმოთქმის გამო შეიძლება დასაჯონ ან უსაყვედურონ. თუ უცენზურო სიტყვები ბავშვმა წარმოთქვა, უფროსების რეაქცია აუცილებელია. ზემოქმედების საუკეთესო მეთოდი გულახდილი საუბარი და ახსნა-განმარტებაა. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ უცენზურო სიტყვების წარმოთქმა უზრდელობაა. . თუ აღშფოთებას გამოხატავთ, ბავშვმა ცუდი სიტყვები შესაძლოა განგებ გაიმეოროს, რათა გამოგაჯავროთ, გაგაბრაზოთ. ალერსიანი მოპყრობა კი მისთვის მოულოდნელი რამ იქნება და ცუდად მოქცევის სურვილს დაუკარგავს. ზოგიერთს, როცა ბავშვისგან უცენზურო სიტყვები ესმის, უნებლიეთ ეცინება. ეცადეთ, შეიკავოთ სიცილი - საკმარისია, ამ დროს ერთხელ მაინც გაიცინოთ, რომ ბავშვი ამას მოწონების ნიშნად აღიქვამს და ეცდება, კიდევ ერთხელ გააცინოს მშობელი.  ჰარმონიულ ოჯახებში, სადაც ბავშვს ნორმალურად ზრდიან და ურთიერთობებიც თბილია, უცენზურო სიტყვების წარმოთქმა მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება.
 ტელებავშვები:ტელემაუწყებლობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.რის გამოც ბავშვსაც უფლებას ვაძლევთ, უყუროს ამ ყუთს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა გადაღლილ მშობლებს უბრალოდ ჭკუიდან გადაიყვანს.სპეციალისტები მიუთითებენ, რომ არ შეიძლება, ბავშვმა ტელევიზორთან გაატაროს განსაზღვრულზე მეტი დრო. 1 წლამდე, გვირჩევენ, საერთოდ არ მივაკაროთ ტელევიზორს, ან მხოლოდ მულტფილმებს ვაყურებინოთ არა უმეტეს 15 წუთის განმავლობაში. 1-დან 3 წლამდე ტელევიზორთან გატარებული დრო ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს... თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო რთულდება დროის ლიმიტირება.ამასტან აუცილებლად მკაცრად შერჩეული სატელევიზიო პროგრამის ყურების უფლება უნდა ქონდეს მხოლოდ ბავშვს რადგან ტელევიზია, ერთი მხრივ, დინამიურობით, მიმზიდველი რეჟისურითა და ლამაზი სცენებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას, მეორე მხრივ კი ავკაცობის, ძალადობის, ხიფათისა და სექსის სცენებით მახეში გვიტყუებს. სატელევიზიო პროგრამები გადატვირთულია დანაშაულთა აღწერით, ძალადობისა და სქესობრივი ცხოვრების ეპიზოდების დემონსტრირებით. ამდენად, ტელევიზიის ნეგატიური გავლენა ადამიანის ნერვულ სისტემაზე აშკარაა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რაგვარ ზემოქმედებას მოახდენს იგი ბავშვის სათუთ ფსიქიკაზე.რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ტელევიზორთან, მით უფრო დაბალია მისი ინტელექტის კოეფიციენტი,
 -ტელევიზია გვაჩვევს აზრს, რომ ალკოჰოლური სასმელები უვნებელია.
- ტელევიზია ბავშვებს სექსის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს უღვიძებს და ცდუნების წყაროდ იქცევა.
- ტელევიზია აყალიბებს გარკვეული სქესის, რასისა თუ ასაკისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებს.
- ტელეგადაცემების ხანგრძლივი ყურება კვების რეჟიმის დარღვევას იწვევს. რაც უფრო მეტხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს, მით უფრო ნაკლებს მოძრაობს და ნაცვლად იმისა, რომ ნორმალურად ისადილოს ან ივახშმოს, წამდაუწუმ წაიხემსებს ხოლმე, ეს კი ჭარბ წონასა და სხვა პრობლემებს უდებს სათავეს.ტელევიზორში ნანახმა მულტფილმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე,ბევრ მულტფილმში ტექსტი თითქმის არ არის,რამაც შეიძლება მას მეტყველების პრობლემა შეუქმნას, თუ მას ბავშვთან ერთად უყურებთ და კომენტარებსაც გააკეთებთ, საშიში არაფერია. მთავარია, ასეთი მულტფილმების ყურებისას პატარა მარტო არ იყოს, შეარჩიეთ მულტფილმები, რომლებსაც ბავშვი ადვილად გაიგებს. ის, რაც ხუთი წლის ბავშვს ჭკუას სწავლის, ორი წლის პატარასთვის გაუგებარი იქნება. კარგად შერჩეული მულტფილმი ფასდაუდებელი მასალაა ძალდაუტანებელი აღზრდისათვის.
 ტელევიზორის პლუსები და მინუსები
ბავშვს სამყაროს შეცნობა სწყურია, ტელესურათი წარმოგვიდგება როგორც გაცოცხლებული და გახმოვანებული ილუსტრაცია. აქ შეიძლება ვნახოთ სპილოები, ლომები ბუნებრივ გარემოში, ნამდვილი კოსმოსური ხომალდი და საკრუიზო ლაინერი... ტელეგადაცემები და მულტფილმები აფართოებენ თვალსაწიერს და ავითარებენ ფანტაზიას. ბავშვი იგებს არა მარტო იმას, რაც არსებობს და მოხდა, არამედ იმასაც, რაც მოხდება; ხედავს არა მარტო თანამედროვე ცხოველებს, არამედ დღეს უკვე გამქრალ სახეობებსაც; ეცნობა ფანტასტიკურ გმირებს და საკუთარი პერსონაჟის გამოგონებაც შეუძლია. შეიძლება პატარას წაქეზება ან დაყოლიება დაპირებით, რომ ტელევიზორის ყურების ნებას დავრთავთ. ტელევიზორის ყურებისას ნერვული სისტემა იძაბება და იღლება, იტვირთება ფსიქიკა და მხედველობა, თავს იჩენს შიში, შფოთვა, არ არის გამორიცხული ქცევის დარღვევა. ტელევიზია ხელს უწყობს განვითარებას, თუმცა გადაცემების აღქმა პასიურად ხდება. რამდენიმე ათეული წელია, ბავშვები უფრო და უფრო უარესად სწავლობენ - ტელევიზორი მათ დანახული ინფორმაციის აღქმას აჩვევს  და სკოლაში მასწავლებლის ზეპირი მონათხრობის აღქმა უძნელდებათ. ბავშვები ადვილად ეჩვევიან ტელევიზორს და შეიძლება, დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდეთ. ყველაფერს, რასაც ტელეეკრანზე ხედავენ, პატარა ბავშვები ხშირად რეალობად აღიქვამენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დიდია ბავშვის წარმოსახვით სამყაროში გადასვლის რისკი.
კომპიუტერი:კომპიუტერების გაჩენამ უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფიქრალი გაუჩინა მშობლებს:სპეციალისტები გვირჩევენ, რომ 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერთან 10-15 წუთზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. თანაც ყოველდღე არა. 7-8 წლის ასაკში შეზღუდვა 30-40 წუთს შეადგენს. 11 წლის რომ გახდება შეიძლება საათნახევარიც დავსვათ.ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ კომპიუტერი ბავშვის მხედველობას აზიანებს. ასეც არის, უფროს ადამიანსაც ხომ ეღლება თვალები კომპიუტერთან ხანრძლივი მუშაობის მერე. ჰოდა, გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით კომპიუტერული თამაშები უქმნის საშიშროებას მოზარდთა ფსიქიკას.მთავარი ბრალდება ამ დროს შეეხება იმ დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება მოზარდს, თუ ის ვერ წყდება კომპიუტერულ თამაშებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტა, ფიზიკური სისუსტე, უძილობა, რაც თავის მხრივ, ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება. მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, არ უვითარდებათ თავის ტვინის ფრონტალური უბნები, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანის ქცევის მართვის და სწავლის პროცესში მეხსიერების მუშაობის დროს.

No comments:

Post a Comment