დასკვნა

რატომ ავირჩიე ეს თემა? მე თვითონ ვარ დედა მყავს ორი წლის შვილი და ამ პროექტის ასეთი სახე სწორედ მისი დამსახურებაა.რაც აქ არის აღწერილი ის მე თვითონ მაქვს გამოცდილი და გათვითცნობიერებული.
ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მუცლადყოფნის პერიოდს, თუ მომავალი დედა არ იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის,მას დაჰყვეს რაიმე დეფექტი ან ფსიქიკურად იყოს ძალიან გაღიზიანებული.აუცილებელია ორსულობის დროს ბავშვს აგრძნობინონ რომ იგი ძალიან უყვართ და მოუთმენლად ელიან მის დაბდებას.ბავშვობა ჩემი აზრით გრძელდება 12 წლამდე, რადგან სწორედ ამ ასაკში ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრები მის ორგანიზმსა და გონებაში იგი უკვე ყალიბდება პიროვნებად რომელსაც უკვე მეხსიერებასთან ერთად განსჯის უნარიც უყალიბდება.ჟან-ჟაკ რუსო ემილი ანუ აღზრდის შესახებ,,მეხსიერება და განსჯა ორი არსებითად განსხვავებული უნარია,მაგრამ ერთი მეორის გარეშე კარგად ვერ განვითარედება.გონიერ ასაკამდე ბავშვი ვერ იჭერს იდეებს,არამედ მხოლდ სახეებს; მათ შორის კი ის განსხვავებაა, რომ სახე გრძნობადი ობიექტის აბსოლიტური ხატია და მეტი არაფერი, იდეა კი არის ისეთი ცნება ობიექტებზე, რომელიც მათი მიმართულებით არის განსაზღვრული.წარმოსახვის დროს ვხედავ, ხოლო გაგების დროს ვადარებ.ჩვენი შეგრძნებები მთლად პასიურია მაშინ ,როცა ყველა ჩვენს პერცეპციას,ანუ აქტიური პრინციპი იდეას ბადებს, რომელიც მსჯელობს.მაშასადამე,ბავშვს,რადგან მას მსჯელობის უნარი არა აქვს ნამდვილი მეხსიერებაც არა აქვს.'' ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ თავის ჩადენილ საქციელზე აგოს პასუხი, რადგან მან არ იცის რას აკეთებს არ აქვს გააზრებული თუ რა მოყვება მის ქმედებას,მისი დასჯისა და გაწყრომის დროს უნდა გვახსოვდეს რომ იგი ბავშვია. ბავშობა ხომ საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში,დრო რომელიც  ყველაზე უდარდელი და სასურველია.ამიტომ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვს ამ დროის დაკარგვა და მისი ასე ვთქვათ,,ფუჭად გატარება'' რომელიც დატვირთული იქნება მოვალეობებით და პასუხისმგებლობით.
  ბავშვის სრულფასოვან განვითარებს ბევრი რამ განაპირობებს მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესია მისი გარემო პირობები და გარშემომყოფები,მე ვეთანხმები ცნობილ გამონათქვამს ''ბავშვი ოჯახის სარკეაო''ამიტომ თუ გვინდა ჩვენი შვილი სამაგალითო იყოს, ჯერ ჩვენ მშობლები უნდა ვიქცეთ მათთვის სამაგალითო  პიროვნებად.

No comments:

Post a Comment