ინდიგო ბავშვი


ინდიგო-ბავშვი:ეს უნიკუმები ორი წლიდან იწყებენ კითხვას, ხუთი წლისანი რთულ კომპიუტერულ პროგრამებს ადგენენ, ხოლო თორმეტი წლისანი უნივერსიტეტს ამთავრებენ. თუმცა სუპერინტელექტი მათი საოცარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. ცნობილია 80-ზე მეტი ფენომენი და უნარი, რომელსაც ფლობს ბავშვი-ინდიგო. ტერმინი "ბავშვი-ინდიგო" 1982 წელს გაჩნდა. ის შემოიღო ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ბიოენერგეტიკოსმა ნენსი ენ ტეპმა, რომელიც ირწმუნება, რომ განსაკუთრებული ინტელექტითა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს, ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავებით, მოიისფრო-მოლურჯო, ინდიგოსფერი აურა აქვთ. ასეთი ბავშვებისთვის ჩვილი ასაკიდანვე დამახასიათებელია გასაოცარი ინტუიცია.მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ. მათ არ სჭირდებათ "ცდისა და შეცდომის" გზის გავლა - ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს.სპეციალისტები, რომლებიც ინდიგო-ბავშვების ფენომენს სწავლობენ, ამტკიცებენ, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მათ გაცილებით მაღალი გონებრივი პოტენციალი აქვთ, ვიდრე წინამორბედ თაობებს, თუმცა ეს არც მემკვიდრეობის დამსახურებაა, არც გენეტიკური მუტაციებისა და არც აღზრდისა... ფენომენი ამოუცნობია. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ბავშვის გონებრივი პოტენციალის დიაგნოსტირება, რათა შემდეგ განვითარების სწორი გეზი დავუსახოთ და არ გავტანჯოთ ისეთი საქმიანობით, რომელიც მისი ბუნებისთვის უცხოა, მიუღებელია.ვუნდერკინდების მშობლებს შეგვიძლია მივულოცოთ და თანავუგრძნოთ კიდეც - შემთხვევითი როდია, რომ ინდიგო-ბავშვებს ხშირად უსვამენ ყურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტიურობის დიაგნოზს. ვერაფრით იტყვი, რა შეიძლება ჩაიდინოს ასეთმა ბავშვმა ამა თუ იმ მომენტში. ისღა დაგვრჩენია, მათ საქციელზე სწორად რეაგირება ვისწავლოთ.ინდიგო-ბავშვს წუთითაც კი არ შეუძლია მშვიდად ჯდომა. ეს ცუდი აღზრდის კი არა, მათი შინაგანი აღქმის თავისებურებების ბრალია. ისინი ადვილად სწვდებიან ნებისმიერი მოვლენისა თუ საგნის არსს და არ ესმით, რატომ ვერ ახერხებენ ამას სხვები. იოლად ითვისებენ განსაზღვრულ ინფორმაციას, მალევე კარგავენ მისდამი ინტერესს და წინ, ახალი ცოდნის შესაძენად მიისწრაფიან. ასევე ისინი თავს ლიდერებად მიიჩნევენ, ჯიუტები არიან და ყველაფერს იღონებენ, რომ თავისი გაიტანონ.
ინდიგო-ბავშვებს გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა. ისინი მყისვე ხვდებიან სიცრუეს და არ პატიობენ. ასე რომ, მათთან ზედმიწევნით გულწრფელი უნდა იყოთ.ბევრი ვუნდერკინდი ცუდად ითვისებს სასკოლო პროგრამას. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალურად მომზადებაა.შეცდომის უფლება არ გვაქვსროდესაც ბავშვი განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა, მის აღზრდაში დაშვებული შეცდომა ერთიათად ძვირი გვიჯდება. ბავშვი-ინდიგო მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა მშობლები მასთან სწორ ურთიერთობას.

No comments:

Post a Comment