ორსულობა

ორსულობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ,ამაღელვებელი და საოცნებო ხანაა - მას ხომ ახალი სიცოცხლის დაბადება მოსდევს. ყველა მშობელს სურს, ჯანმრთელი და ლამაზი შვილი ჰყავდეს, მაგრამ ყველა როდი აცნობიერებს, რომ ამისთვის ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყოს. იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყნიერებას ჯანმრთელი, სათანადოდ განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია, მომავალმა დედამ და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ორსულობის შესახებ. რა გზას გაივლის ბავშვი დაბადებამდე, როგორ იზრდება და ვითარდება იგი, როდიდან უნდა დაიწყოს მშობელმა მასთან ურთიერთობა .ორსულობა გრძელდება საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა, 10 სამეანო თვე უტოლდება 40 კვირას).ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდეს ქალი თავს რადგან ორსული ქალის ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი განსაკუთრებით ორსულობის პირველ კვირეებში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მომავალ ბავშვზე .მომავალი დედის ნებისმიერი ავადმყოფობა(გრიპი,ანგინა,ტუბეკულოზი,რევმატიზმი,შაქრიანი დიაბეტი,თირკმლების,ღვძლის დაავადებები)არასწორი კვება,წამლის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე,სიგარეტის წევა ალკოჰოლური სასმელების,ნარკოტის მიღება საზიანოა ნაყოფის განვითარების და ჯანმრთელობისათვის საკვები თუ ორსული ქალები ჻რონიკულად არ ღებულობენ სათანადო სახის საკმარის საკვებს,მათ შეიზლება გაუჩნდეთ ბავშვი განუვითარებელი ტვინით, რომელშიც ჯენმრთელი ბავშვის ტვინთან შედარებით ორჯერ ნაკლები იქნება.ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა კალციუმი და ფოლიუმის მჟავა, და თუ ორსული ამ ნივთიერებების საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით არ იღებს,მაშინ ექიმმა ორსულებისატვის განკუთვნილი ვიტამინური პრეპარატები უნდა გამოუწეროს.რა არ უნდა მიიგოს ორსულმა:კოფეინის შემცველი საკვები,ჭარბი შაქარი და ტკბილეული დიდი რაოდენობით,ჭარბი მარილი და მარილიანი პროდუქტები,ჭარბი ცხოველური ცხიმები_კარაქი,არაჟანი,ხორცის ნახარში და კონსერვები.სიგარეტი,ნარკოტიკი და ალკოჰლი:თუ დედა ეწევა ერთ ღერ სიგარეტს, ნაყოფი ეწევა ორს, მოწევისას დედა ჟანგბადს ართმევს შვილს მაშინ როცა ეს ასე მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედების ჩამოყალიბებაში.ალკოოლის მოხმარბის შედეგად ვითარდება ,, ნაყოფის ალკჰოლური სინდრომი “ის იწვევს ტვინის ზომაში დაპატარავებას,დამახინჯებული სახის ნაკვთებს ,მოძრაობის ცუდ კორდინაციას.ნარკოტიკების მიღების დროს იმატებს თვითნებითი აბორტის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების, ჰიპოქსიის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკების რისკი.
როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის ურთიერთობა ახალგაზრდა ქალი მიდის ბრძენთან და სთხოვს ურჩიოს, როგორ აღზარდოს ბავშვი. ბრძენი ეკითხება: "როდის დაიბადა თქვენი შვილი?" "გუშინ", - პასუხობს ქალი. "შენ 9 თვით დაიგვიანე", - პასუხობს ბრძენი. მუცლად მყოფი ბავშვისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა ტრადიციას მისდევდა. მაგალითად, ძველ ინდოეთში ორსული მშვიდ, წყნარ გარემოში უნდა ყოფილიყო, ხელოვნებით შეექცია თავი, ბუნებაში დიდხანს ესეირნა და დამტკბარიყო მისი მშვენიერებით. ჩინეთში, სადაც ბავშვის ასაკი დღემდე ჩასახვის მომენტიდან ითვლება და არა დაბადებიდან და სადაც ბავშვი დედის მუცელშივე მიიჩნევა სრულფასოვან ადამიანად, მუცლად მყოფ ნაყოფთან საუბარი ჩვეულებრივ
ამბად მიიჩნევა. მესამე თვის ბოლოს ბავშვი უკვე გრძნობს შეხებას, მე-14 კვირას კარგად ესმის მუსიკის ჰანგები, ცნობს დედისა და მამის ხმებს, მოფერება ამშვიდებს. კარგია, როდესაც დედა ნაყოფს მელოდიურ სიმღერებს უმღერის. მშვიდი კლასიკური მუსიკა ბავშვს აძინებს. მსგავსი ბგერითი ვიბრაციები დადებითად მოქმედებს მის ინტელექტზეც. ორსულმა თავი უნდა არიდოს ყვირილს, ჩხუბს, საზოგადოდ, ნეგატიურ განცდებს, რადგან დედის ემოციური მდგომარეობა ბავშვსაც გადაეცემა. როცა დედა ღელავს ან ეშინია, ნაყოფსაც დედასავით უხშირდება სუნთქვა და გულისცემა. უკვე ცნობილია, რომ პაწიას აქვს გემოვნების შეგრძნებაც და უყვარს ტკბილი, რეაგირებს დედის ფიზიკურ ტრავმაზე, ეძებს საშველს, შეუძლია დაიხსომოს სიტყვები და მთელი ფრაზები, რომლებიც ხშირად ესმის, რეაგირებს კონტაქტზე მუცლის კედლის იქიდან - უყვარს ხელის გადასმა და ნაზი მოფერება. მე-20 კვირიდან, თუ რამე არ მოეწონა, უკვე შეუძლია ზურგი შეგვაქციოს. დღეს ფსიქოლოგიის ზოგიერთი მიმართულება (მაგალითად, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია) ადამიანის ფორმირების თვალსაზრისით პრენატალურ (მუცლადყოფნის პერიოდის) განცდებს ყველაზე მნიშვნელოვან განცდებად განიხილავს. ბოლოდროინდელი კვლევები მოწმობს, რომ ორსულობისას დედის არასასურველი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნულ ფორმირებასა და ადაპტაციურ მექანიზმებზე. ბავშვი ჯერ კიდევ დაბადებამდე ურთიერთობს მშობლებთან, აღიქვამს მშობლების დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მის მიმართ. ამ პერიოდში მას უკვე შეუძლია იგრძნოს ემოციური კომფორტი და თუ ეს შეგრძნება არ დომინირებს, ფსიქოლოგიური დისკომფორტი მას შემდგომაც გაჰყვება. ადამიანს, რომელსაც აქვს ნეგატიური პრენატალური გამოცდილება, ხშირად უჩნდება გარემოსთან ურთიერთობის ფარული ფსიქოლოგიური სირთულეები.  ძალიან კარგი იქნება, თუ მშობლები პატარას ესაუბრებიან იმაზე, როგორ ელიან მის დაბადებას, როგორ ემზადებიან, როგორი სათამაშოები და სამოსი მოუმზადეს, როგორი საწოლი და ეტლი უყიდეს, როგორ დაიღალნენ მისი ლოდინით ბებიები და ბაბუები, დები და ძმები. კარგია, როდესაც მშობიარობას ესწრება მამა, რადგან ამ დროს მისთვის უფრო ადვილია ბავშვთან საუბარი. უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვი მშობიარობის აქტიური მონაწილეა, ბავშვთან საუბარი არც დაბადების შემდეგ უნდა შეწყვიტოთ. დღეს ბევრს საუბრობენ და წერენ იმპრინტინგის შესახებ. ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ბავშვი ცნობიერებაში აღბეჭდავს გარემოს, რომელიც მას დაბადებისას ხვდება. ყველაფერი, რასაც ამ დროს ხედავს, ესმის და გრძნობს, გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე, ამიტომ იმ სიტყვებით, რასაც დაბადების შემდეგ ეტყვიან, იმ სიხარულით, რომლითაც შეხვდებიან, მშობლები ერთგვარად გზას ულოცავენ მთელი შემდგომი ცხოვრებისთვის. საერთოდ, საუბარი მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ძირითადი ფორმაა, ამიტომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ მას, მით უფრო მეტია შესაძლებლობა, ეს ურთიერთობა დადებითად ააწყოთ.

No comments:

Post a Comment