ბავშვის ფიზიკური განვითარება:ბავშვი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. სიცოცხლის ყოველ ეტაპზე ის განსაკუთრებულ მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის.ადამიანის განვითარებაში ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდი გამოიყოფა:

პოსტნატალური პერიოდი ანუ ბავშვობა - ზრდის პროცესები გრძელდება, სრულყოფას განიცდის ცალკეული ორგანოები და სისტემები, მათი ფუნქციები, თუმცა ეს პროცესები არათანაბრად, არაპროპორციულად მიმდინარეობს
ბავშვობა, თავის მხრივ, რამდენიმე პერიოდად იყოფა. ესენია:
ახალშობილობის პერიოდი - პირველი 3-4 კვირა;
ჩვილობის პერიოდი - 3-4 კვირიდან 1 წლამდე;
სკოლამდელი პერიოდი - 1-დან 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე;
უმცროსი სასკოლო პერიოდი - 6-დან 11 წლამდე;
უფროსი სასკოლო პერიოდი - 12-დან 17-18 წლამდე.
ბავშვობის პერიოდებად დაყოფას დიდი მნიშვნელობა ბავშვისთვის, მისი ცხოვრების ადეკვატური რეჟიმის, კვების, აღზრდის, დაავადებათა პროფილაქტიკის კუთხით.
ახალშობილობის პერიოდში მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისა და დედის, ასევე - ოჯახის დანარჩენი წევრების შეთანხმებული მოქმედება. ყურადღება უნდა მიაქციოთ დედის ლაქტაციის მდგომარეობას და ბავშვის აქტიურობას წოვისას, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობას, წონის მატებას, საზოგადოდ, ბავშვის აქტიურობას. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანალიზატორების ინტენსიური განვითარება, კერძოდ, მხედველობის, მოძრაობის კოორდინაციის განვითარების დასაწყისი, პირობითი რეფლექსების წარმოშობა, დედასთან ემოციური, მხედველობითი და ტაქტილური (შეხებითი) კონტაქტის არსებობა. დაახლოებით სამი კვირის ახალშობილთა უმრავლესობა იწყებს საპასუხო ურთიერთობას ღიმილითა და სიხარულის მიმიკით. ეს პირველი ემოციური, დადებითი კონტაქტი ბავშვის ფსიქოემოციური ცხოვრების დასაწყისად მიიჩნევა.
.jpg)
No comments:
Post a Comment