რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?

2-5 თვემდე ასაკის პაწიას კაშკაშა, სხვადასხვა ფერის სათამაშოები სჭირდება, რომლებიც საწოლთან ან საბავშვო ეტლთან ისე უნდა დავუკიდოთ, რომ იოლად დაინახოს და თვალი მიადევნოს. სათამაშო, რომლებსაც ბავშვი ხელით ეხება, უნდა იყოს რბილი, თბილი და ისეთი მასალისგან დამზადებული, რომ მისი კბენა და პირში ჩადება შეიძლებოდეს.
11-12 თვის ბავშვს მოსწონს საგნების დაშლა და აწყობა, ერთმანეთში ჩაწყობა, სახურავების ახდა-დახურვა და ა.შ. ამ ასაკის პატარებს შეიძლება მივცეთ სათამაშოდ მექანიკური სათამაშოები -ქათამი, რომელიც კაკანებს, დათვი, რომელიც დოლზე უკრავს, მოძრავი მატარებელი, ასევე – ბურთები და ბუშტები.ისწავლის თუ არა ბავშვი ფეხზე დგომას, მას დასჭირდება სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ატაროს თოკით: ცხენი, ფისო და სხვა. ასეთი სათამაშოების საშუალებით ბავშვი ცხოველთა სამყაროს ეცნობა.
2 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ ხვდება სათამაშოს ემოციურ-აზრობრივ მნიშვნელობას. მას ერთადერთი რამ აინტერესებს: როგორ შეიძლება მოექცეს ამ ნივთს. მაგალითად, პატარას აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ კუბიკები შეიძლება ერთმანეთზე დავაწყოთ, ჩავაწყოთ ყუთში, სათამაშო მანქანის საბარგულში და ა.შ.
3 წლის ბავშვმა უკვე იცის, რომელი სათამაშოები სჭირდება, როგორ გამოიყენოს ისინი და რას მიიღებს შედეგად. გარემოდან მიღებული ცოდნა მას თავის სამყაროში გადააქვს. მაგალითად, კოვზით ჭამა თუ ისწავლა, თამაშის დროს თვითონაც მზრუნველად “აჭმევს” დედოფალას.
ორწლინახევრიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს გარეული ცხოველების გამომსახველი სათამაშოები ურჩევნიათ (ეს წიგნებიდან და ილუსტრაციებიდან მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება).
5-7 წლის ასაკისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ დიდხანს დამოუკიდებლად თამაში. ისინი თვითონ ირჩევენ სათამაშოებს, იქმნიან პირობებს, ავითარებენ სიუჟეტს.
სასკოლო ასაკში ბავშვები სწავლობენ სათამაშოს გარეშე თამაშს, მოგებას და წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოგების აღიარებას, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას და ერთობლივ მუშაობას.
ფსიქოლოგების მოსაზრებით, თამაში ფსიქიკისთვის ერთგვარი ვიტამინია.

პატარებს არც ისე ბევრი სათამაშო სჭირდებათ. მთავარია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, აღვიძებდეს ფანტაზიას, ავითარებდეს ჩვევებს და, რაც მთავარია, მოსწონდეს თვით ბავშვს.
No comments:
Post a Comment